reportiori.ge - მიხეილ დუნდუა: ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:15
საზოგადოება
მიხეილ დუნდუა: ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 16:52


 


საზოგადოება „2030"-ის წევრმა მიხეილ დუნდუამ ენერგეტიკის მინისტრისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეუძლებელია აზერბაიჯანმა მოგვაწოდოს გაზის ის მოცულობა, რაც გვჭირდება.



ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. დეტალურად ახსნა სამინისტრომ თუ რა პროცესი მიმდინარეობს გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით. ვითარება არის ასეთი, რომ საქართველოში გაზის მოხმარება 2015 წელს 19 %-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. პიკურ პერიოდში უკვე ყოველდღიური მოხმარება 11 მილიონზე მეტია, შესაბამისად, აუცილებელი ხდება 2/2.5 მილიონის ყოველდღიური შესყიდვა და ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.



კითხვაზე, რამდენად აუცილებელია, რომ სწორედ რუსეთისგან მოხდეს ბუნებრივი აირის შესყიდვა, - დუნდუამ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, აუცილებელია.


 

6 მილიონის მიღება ხდება ერთი მილსადენიდან, 2,9 მილიონის მეორე მილსადენიდან, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე გვაწვდის. აზერბაიჯანი გვთავაზობს ზოგადად, წლის განმავლობაში, მაგრამ პიკურ პერიოდში როცა 11 მილიარდია გაზის ყოველდღიური მოხმარება, შეუძლებელია აზერბაიჯანმა მოგვაწოდოს გაზის ის მოცულობა, რაც გვჭირდება. ჩვენ გვრჩება 2/2,5 მლნ კუბური მეტრის შესყიდვის მოცემულობა, რომელთან დაკავშირებით აუცილებლადაც უნდა განვახორციელოთ შესყიდვა", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016