reportiori.ge - ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და ბლოკ „ჯორჯიას"48-საათიან ვადას აძლევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:32
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და ბლოკ „ჯორჯიას"48-საათიან ვადას აძლევს
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 18:19




ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და კლინიკის მფლობელ ბლოკ „ჯორჯიას" შიდა დაპირისპირების მოგვარებისთვის 48-საათიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სხვა საავადმყოფოში გადატანას აპირებს.



მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია და უწყება არ დაუშვებს, რომ თუნდაც ერთ პაციენტს ამ მხრივ პრობლემები შეექმნას, როგორც ეს ზუგდიდის საავადმყოფოს შემთხვევაში მოხდა.

48 საათის განმავლობაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, გარანტიას ვაძლევ, რომ C ჰეპატიტის პროგრამა, რომლის პროვაიდერიც გახლავთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება," - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.



კითხვაზე, თუ რომელ საავადმყოფოში შეიძლება მოხდეს პროგრამის გადატანა, კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის არც ერთ საავადმყოფოში ამ დროისთვის არ არის ლიცენზირებული ინფექციონისტი. ამიტომ შეიძლება პროგრამის გადატანა მოხდეს ქუთაისში ან ფოთში, ან ზუგდიდის რომელიმე სხვა კლინიკაში თბილისიდან მიავლინონ ინფექციონისტი.



ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამეგრელოს რეგიონიდან რეგისტრირებულია 1338 პაციენტი, მათ შორის, 211 ამ დროისთვის ღებულობს მკურნალობას.



მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს ყველა პაციენტისთვის, ვინც ამას საჭიროებს. პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტრომ უფასოდ გადასცა ფიბროსკანის აპარატი, რომელიც აუცილებელია C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებისთვის, ის განსაზღვრავს ღვიძლის დაზიანების ხარისხს. სახელმწიფო მუდმივ მეთვალყურეობას უწევს ყველა პროვაიდერ კლინიკას, რათა არ შეფერხდეს პროგრამის მიმდინარეობა და პაციენტისთვის დორული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016