reportiori.ge - დღეს გურამ საღარაძეს 87 წელი შეუსრულდებოდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:15
საზოგადოება
დღეს გურამ საღარაძეს 87 წელი შეუსრულდებოდა...
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 22:10



საქართველოს სახალხო არტისტს გურამ საღარაძეს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.

იგი 1929 წლის 12 იანვარს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში.


მისი განსახიერებული როლებია: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მეფე ლირი" და „იულიუს კეისარი") , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე" და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და „კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა.


გურამ საღარაძის ვარსკვლავი 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ  გაიხსნა.


გურამ საღარაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.



 

 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016