reportiori.ge - ირაკლი შონია გიორგი მარგველაშვილს: იყავით სამართლიანი თუ ამის უნარი და სული გაგაჩნიათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:55
საზოგადოება
ირაკლი შონია გიორგი მარგველაშვილს: იყავით სამართლიანი თუ ამის უნარი და სული გაგაჩნიათ!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 23:00


ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ თამარ მეფის ორდენით სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის დაჯილდოვება მისასალმებელია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ირინა ენუქიძე სამართლიანობის აღდგენას სიცოცხლეშივე მოსწრებოდა.


შონია საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს იხსენებს და პეზიდენტს მოუწოდებს, სამართლიანობისთვის მათ ხსოვნაზე ან გარდაცვლილების დედაზე იზრუნოს.


„მინდა გიორგი მარგველაშვილს შევეხმიანო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა სანდრო გირგვლიანის დედა. (საერთოდ დიდი ხანია საქართველოში ცოცხალ ადამიანს არ უფრთხილდებიან და როცა გარდაიცვლება ან კლავენ მერე დაიხოკავენ ღაწვებს და იწყება ბიუსტების დადგმა და ორდენების დარიგება), ნეტავ ეს გატანჯული ქალბატონი ცოცხალი ყოფილიყო და სამართალი ეპოვა ეს უფრო სასურველი იქნებოდა ჩემვის, მაგრამ კიდევ ერთელ დავრწმუნდი,  რომ თქვენ ან უახლესი ისტორია არ იცით ან შეგნებულად აკეთებთ ამას და აგრძელებთ ანტიეროვნულ კურსს!

 

შვილმკვდარ დედებს ნამდვილად ვერავითარი ჯილდო ვერ დააწყნარებს და ანუგეშებს. ესებუების დედამ ორი ვაჟკაცი შესწირა ქვეყნას და რომელიმე მათგანი რესტორანში მომხდარ ჩხუბს კი არ ემსხვერპლა, არამედ საქართველოს თავისუფლების დაცვას შეეწირნენ!!!

 

გია ესებუა 1991 წ 22 დეკემბერსვე დაიღუპა მთავრობის სასახლის წინ, როდესაც დედაქალაქში ჩამოვიდა ეროვნული ხელისუფლების და პრეზიდენტის დასაცავად. იმ ტყვიას,  რომელიც გიას მოხვდა პუტჩისტების ხელით, მთელი ცხოვრება ინახავდა გოჩა, სრულიად საქართველომ იცის შევარდნაძემ როგორი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გოჩას და ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში როგორ მოკლეს შევარდნაძის სადამსეჯო ბანდებმა. სულ ცოტა ხნის წინ ესებუების მამა მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა (ეგეც საკითხავია შემთხვევითობა იყო თუ არა) ესებუების დედას თქვენგან, გიორგი მარგველაშვილო არაფერი მოუთხოვია.  რომელი ორდენი შეუმსუბუქებს დარდს და ვარამს, მაგრამ თქვენ რატომ არ აფასებთ საქართველოს ღირსეულ მამულიშვილებს? რომელი ერთი ვაჟკაცი გავიხსენო განა მამუკა ცხადაია არაა დასაფასებელი? შესანიშნავი პოეტი და ნიჭიერი ახალგაზრდა რომელიც ცაიშთან მოკლეს ხუნტის ჯალათებმა! არაფერი გსმენიათ გოჩა ჯიქიაზე? ზუგდიდის ცენტრში, ტყიბულის ბატალიონის წევრმა ვინმემ გიორგაძემ დედის თვალწინ რომ დახვრიტა?!!!

 

რა დააშავეს მშვიდობიან მიტინგებზე უღვთოთ მოკლულმა ახალგაზრდებმა? მე პირადად როცა ვხვდები "დიდუბის" მეტროსთან მიტინგის დახვრეტის დროს მოკლულ გივიკო რეხვიაშვილის დედას ქ-ნ ჟანას ან 2 თებერვალს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრეტილ მამუკა ტერიშვილის დედას ქ-ნ მარინას მრცხვენია ყველას მაგივრად რომ არაფერი შემიძლია გარდა იმისა, რომ კალმით დავწერო და განვაცხადო. უბრალოდ სულ მახსოვს ეს ახალგაზრდები და არასოდეს დავივიწყებ. თქვენი ჯილდო არავის სჭირდება, უბრალოდ სამართლიანი იყავით თუ ამის უნარი და შინაგანი სუფთა სული გაგაჩნიათ!"- აღნიშნავს შონია. 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016