„ვინც პატრიარქს შეურაცხყოფს, წარმოდგენა არ აქვს, რა განსაცდელს იმზადებს", - ამ განცხადებას ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს:
„პატრიარქი ჩემთვის არის მამა და მამისადმი დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისეთი, როგორი დამოკიდებულებაც ნოესადმი ჰქონდა ქამს. ჩვენთვის - ქართველებისათვის, ჩვენი პატრიარქი არის ცოცხალი, ანუ გაცოცხლებული ისტორია. ეს კაცი მთელი მატიანეა, რომლის მხრებზეც ეპოქებმა გადაიარეს და ვინც პატრიარქს ცუდად ეხება, იმათი საქციელი, იცით, რას მაგონებს? საქართველოს ისტორიას რომ ცუდად შეეხო, იმას! თუ ადამიანს ჰყოფნის იმის კადნიერება, რომ ჩვენს ცოცხალ ისტორიას ასე შეეხო, ეს უკვე მისი სინდისის საქმეა! ვინც პატრიარქს შეურაცხყოფს, წარმოდგენა არ აქვს, რა განსაცდელს იმზადებს!", - აცხადებს მამა თეოდორე.
წყარო: ასავალ-დასავალი