reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ვთქვი, რომ რეჟიმს „ნიურნბერგის პროცესს“ მოვუწყობდი და ვასრულებ კიდეც ამ პირობას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:20
პრეს-დაიჯესტი
გოგა ხაინდრავა: ვთქვი, რომ რეჟიმს „ნიურნბერგის პროცესს“ მოვუწყობდი და ვასრულებ კიდეც ამ პირობას!
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 11:31


რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ასავალ დასავალს" ესაუბრა ახალ ფილმზე, რომლის გადაღება მიმდინარეობს. მისი თქმით ეს ფილმი ასახავს იმ სისასტიკეს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ადამიანებს ეპყრობოდა.


„მართლაც დავპირდი საზოგადოებას, რომ რეჟიმს „ნიურნბერგის  პროცესს" მოვუწყობდი და ვასრულებ კიდეც ამ პირობას. მიმდინარეობს ფილმის გადაღება, სადაც ნაცბანდა საბრალდებო სკამზე ზის, ხოლო მოსამართლე იმ 17 ათას საჩივარს სათითაოდ განიხილავს, რომლებითაც რეჟიმისგან დაზარალებულმა ადამიანებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რეალურად მიმართეს! ავირჩიეთ განსაკუთრებით საინტერესო ქეისები, რადგან ამდენი საქმის ფილმში წარმოჩენა უბრალოდ შეუძლებელია.  სასამართლოდან კადრები გადადის ნაცების მიერ ჩადენილ  კონკრეტულ დანაშაულზე და ფილმის სიუჟეტიც შესაბამისად  ვითარდება.

 

არაფერი გაგვიზვიადებია, დავეყრდენით რეპრესირებული და ნაწამები ადამიანების მონათხრობებს და მეტ-ნაკლები სიზუსტით ავსახეთ სისასტიკე, რომლითაც რეჟიმი ადამიანებს ეპყრობოდა. ამჟამად ციხის კადრებს ვიღებთ, თუმცა მხოლოდ ციხის სიუჟეტით არ შემოვფარგლულვართ", - ამბობს გოგა ხაინდრავა.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ასავალ-დასავალი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016