ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ ეკა აბაშიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა.
ეკა აბაშიძის განცხადებით, შეკითხვები დაუსვეს ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამომძიებელს მიაწოდა ფოტოსურათი, რომელიც, ადასტურებს, რომ ვან დეიკის ნახატი მათი ოჯახის საკუთრება იყო, ასევე ნახატის გაყიდვის შემდეგ ვალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ეკა აბაშიძის თქმით, მან ისაუბრა დეტალებზე თუ როგორ შეიძინა ჰუსეინოვმა მისგან ნახატი, რომელშიც შეთანხმებული თანხის მხოლოდ ნაწილი გადაიხადა და დიდი ნაწილი დღემდე ვალად რჩება.
„ვისაუბრე, თუ როგორ იტყუება ჰუსეინოვი, რომ მან კეთილსინდისიერად შეისყიდა ნახატი ჩვენგან", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
დღეს საგამოძიებო სამსახურში უნდა დაკითხონ ექსპერტები, მათ შორის ერთის დაკითხვა სავარაუდოდ უკვე დაწყებულია.