reportiori.ge - ლევან ლორთქიფანიძე: ამ ხალხს დამპალი საბჭოთა სტერეოტიპების გამო ბევრი არ იხსენებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:16
საზოგადოება
ლევან ლორთქიფანიძე: ამ ხალხს დამპალი საბჭოთა სტერეოტიპების გამო ბევრი არ იხსენებს...
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 15:22


გთავაზობთ პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტის, "თბილისის ფაბიანური საზოგადოების" (მემარცხენე პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის) დირექტორის ლევან ლორთქიფანიძის facebook-სტატუსს:


„ევროპული პარლამენტარიზმის შესახებ მსჯელობის დროს ნებისმიერ სერიოზულ დამკვირვებელს სულ მცირე სამი გამოსვლა აუცილებლად უნდა გაახსენდეს:


1. "1914 წლის 2 დეკემბერს რაიხსტაგმა კენჭი უყარა ომის კრედიტს, ომის კანონს. რაიხსტაგის 397 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ასაბუთებდა იმას, რომ მასებს ომი სასიკეთოს ვერაფერს მოუტანდა. იმპერიალიზმის ერთადერთი ერთგული მოწინააღმდეგე, ომის კრედიტის წინააღმდეგ მიცემული ერთადერთი ხმის ავტორი კარლ ლიბკნეხტი აღმოჩნდა"

იხ. http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=731.



2. " უხუცესი დეპუტატის რანგში მას ნაცისტური რაიხსტაგის პირველი სხდომა უნდა გაეხსნა. ტრიბუნაზე ასულმა კლარა ცეტკინმა მთელ ევროპას შეახსენა ფაშიზმის სისხლიანი განვითარების პერსპექტივა და ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ, რასისტული მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა (დარბაზში ისხდნენ ჰიტლერიც და ნაცისტური ფრაქციის ლიდერი ჰერმან გერინგიც). გამოსვლა მან შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ვასრულებ რა უხუცესი წევრის მოვალეობას, გახსნილად ვაცხადებ რაიხსტაგის პირველ სხდომას და გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩემი ინვალიდობის მიუხედავად, მომეცემა შესაძლებლობა გერმანიის მუშათა დეპუტატების პირველი ყრილობის გახსნისა".

იხ. http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=588



3. "სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ოტო ველსმა მიაშურა რაიხსტაგის ტრიბუნას და მეორე მსოფლიო ომამდელ გერმანიაში ბოლო ანტიფაშისტური სიტყვა წარმოთქვა: „ვერანაირი აქტი ვერ მოგცემთ თქვენ ძალაუფლებას, რომ გაანადგუროთ მარადიული და შეულახავი იდეები... თავისუფლება და სიცოცხლე შეიძლება წაგვართვათ, მაგრამ ღირსებას ვერ დაგვათმობინებთ!"

იხ. http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=627



სამწუხაროდ, ამ ხალხს დამპალი საბჭოთა სტერეოტიპების გამო ბევრი არ იხსენებს. მაგრამ ჩვენ შევძელით მათზე მსჯელობა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად. მონეტის ორივე მხარეზე ვისაუბრეთ. მათი წერილი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო...



სამწუხაროდ, იმ ეპოქის წინააღმდეგობის მოძრაობაზე წასაკითხი მოხსენება ერთ-ერთი ორგანიზაციისათვის ჩამივარდა ჩემი მოუცლელობის გამო, დღემდე სამართლიანად მემტერებიან მაშინდელი ქცევისთვის, მაგრამ პოსტებით მაინც ხომ გამოვხატე სათქმელის ნაწილი... დანარჩენი სპეციალისტების საქმეა", - წერს ლევან ლორთქიფანიძე. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016