reportiori.ge - ''კარგი მღვდელი და მონაზონი შემხვედრია და კარგი მევახშე არასდროს!'' - ლევან ლორთქიფანიძის პასუხი კრიტიკოსებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:13
საზოგადოება
''კარგი მღვდელი და მონაზონი შემხვედრია და კარგი მევახშე არასდროს!'' - ლევან ლორთქიფანიძის პასუხი კრიტიკოსებს
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 17:30


„პოსტი ხმამაღლა ფიქრის ფბ ვარიანტია. მისი ძირითადი ნაწილი საერთოდ არ უკავშირდება მეექვსე სკოლელ პოეტს ან რომელიმე სხვა პერსონას. ზოგადი შენიშვნაა", - გთავაზობთ პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტის, "თბილისის ფაბიანური საზოგადოების" (მემარცხენე პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის) დირექტორის ლევან ლორთქიფანიძის facebook-სტატუსს:



„ხელოვნება და ლიტერატურა აბსოლუტურად თავისუფალ დარგებს წარმოადგენენ. ხელოვანს, ლიტერატორს, პოეტს მხოლოდ საკუთარი ღირებულებები, ნიჭი და სინდისი უნდა აძლევდეს მიმართულებას. ნიჭის, ღირებულებებისა და სინდისის შესახებ მსჯელობის უფლება ყველას აქვს. უბრალოდ, მსჯელობა გინებაში, წყევლა-კრულვასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. თან ნიჭიერი ადამიანის იმ ლექსის ინტერპრეტაცია მრავალგვარად შეიძლება.

 

 

მე არავისთან მაქვს პრეტენზია. მხოლოდ კითხვა მიჩნდება.

 

 

გუშინ "პენ კლუბის" ერთ-ერთი წევრის წერილი წავიკითხე, სადაც იგი უსახლკაროებზე, სხვადასხვა ბანკის მიერ შევიწროვებულ ადამიანებზე და ქუჩაში, მეტროში გაყინვისთვის განწირულ მოქალაქეებზე საუბრობს. თან ამბობს, რომ საფინანსო დაწესებულებებმა რაღაცები მოქალაქეების სასარგებლოდ დროებით მაინც უნდა დათმონ და ამ დათმობის იძულებას მწერალთა სოლიდარობის ამოცანად აცხადებს. ვინმე ოდესმე გამოეხმაურება მას??? ან ვინმე იზრუნებს იმაზე, რომ ბანკირებისთვის ნაპატიები და გაყინვისთვის განწირული მოხუცებისთვის წართმეული მილიონების შესახებ პოეტთა სპონსორმა კეთილმა ქველმოქმედებმა კითხვებს პასუხები გასცენ ??? (იხ. https://youtu.be/hUDu7Pv0fdg  თან განქსტერული კაპიტალიზმის შესახებ ამგვარი ათობით, ასობით კითხვა არსებობს კიდევ).

 

 

სამწუხაროდ, მე არ მაქვს იმედი, რომ ოდესმე რომელიმე ბანკირებისგან უხვად დაფინანსებული ნიჭიერი ადამიანი ამ თემებზე ხმას ამოიღებს. მარტივი მიზეზის გამო, ისინი ბრეხტივით მამაცები და გენიოსები არ არიან, უიტმენივით მთელი სიცოცხლე მტვირთავები ან დურგლები ვერ გახდებიან (ამასაც ნიჭი უნდა) და ჩვენნაირ ქვეყანაში სპონსორის გარეშე მწერლის ცხოვრება კი უკიდურესად ძნელია. ადრეც ეგრე იყო, ოღონდ წარსულში მფარველის როლს ბანკის ნაცვლად პარტია ან პარტიული მწერალთა კავშირი ასრულებდა. ამაზე კი მწყდება გული, მაგრამ რამდენიმე გამონათება ჩვენთანაც არის.

 

 

რაც შეეხება კრიტიკას. კრიტიკაც შესანიშნავი რამ არის. უბრალოდ, მას ფასს რამდენიმე გარემოება უკარგავს (საუბარია გაუფასურებაზე და არა მის ამოძირკვაზე ან მის რეპრესირებაზე). მაგალითად, საშინელებაა და უსამართლობის, ზედაპირულობის, ნაკლები გულწრფელობის შთაბეჭდილებას ტოვებს ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. ჯიპზე ამხედრებული, სნოს მოწილე, ბეგარისგან გათავისუფლებული მიწადმფლობელი ლატიფუნდისტი მღვდელი ცუდია და ოთხმოცდაათიან წლებში პრივატიზაციის ხარჯზე უზომოდ გამდიდრებული მევახშე კულტურის ამაგდარი და ღირსეული ადამიანია???!!! ცალსახად არა! ისე, კარგი მღვდელი და მონაზონი შემხვედრია და კარგი მევახშე არასდროს...

 

 

კრიტიკას აუფასურებს საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენაც. ზოგს ჰგონია, რომ "კულტრის შემქმნელი რჩეული უმცირესობის" წარმომადგენელია. ზოგს კი ამგვარ უმცირესობაში ადგილის დამკვიდრება ან გამყარება სურს, რაც ყველაზე მარტივად ორმაგი სტანდარტების მიხედვით კრიტიკის საფუძველზეა შესაძლებელი. ზოგი კი ამ კვაზიელიტის წევრია დიდი ხანია და აპლიკანტებს გამოცდას უწყობს. კრიტიკას არ უნდა ჰქონდეს შინაარსი "შენ ბნელო, არაფერი გეშველება", თორემ იგი მხოლოდ კრიტიკა არ გამოდის, ძალადობის ფორმადაც იქცევა ხოლმე და პრივილეგიების მოხვეჭის შესაძლებლობადაც.

 

 

კრიტიკას ფასს უკარგავს უზრდელობა და საკუთარი უზრდელობის დასტურად ისეთი ადამიანის სიტყვების მოხმობა, რომელთანაც ფაქტს მხოლოდ მკვდრები გადაამოწმებენ.

 

 

კრიტიკა შესანიშნავია, უბრალოდ უკეთესია, როდესაც სამართლიანი ხარ ყველას მიმართ, ეთიკის სტანდარტებს იცავ და სხვებზე ზრუნვის სურვილი გამოძრავებს.

 

 

მგონი, საქართველოში და კრიზისის შემდგომ მსოფლიოში სიმართლე თითქმის ყოველთვის შუაში და მარცხნივ არის ხოლმე... მარცხნივ!!!

 

 

P.S. პოსტი ხმამაღლა ფიქრის ფბ ვარიანტია. მისი ძირითადი ნაწილი საერთოდ არ უკავშირდება მეექვსე სკოლელ პოეტს ან რომელიმე სხვა პერსონას. ზოგადი შენიშვნაა", - წერს ლევან ლორთქიფანიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016