reportiori.ge - მინისტრს აქვს დიპლომი - თამარ სანიკიძის უწყება ბრალდებებს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:21
საზოგადოება
მინისტრს აქვს დიპლომი - თამარ სანიკიძის უწყება ბრალდებებს პასუხობს
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 18:27


განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი, ნატა ასათიანი ყოფილ პედაგოგ დავით ფერაძის ინტერვიუს, რომელიც გაზეთ „ქართულ სიტყვაში" გამოქვეყნდა, არასწორი ინფორმაციით სავსეს უწოდებს.    



მისი თქმით, ინტერვიუში გამოთქმულია უსამართლო ბრალდებები და ზოგადად, ის წარმოადგენს განათლების სამინისტროს დისკრედიტაციის უხეირო მცდელობას.


 

რასაკვირველია, გვესმის და პატივს ვცემთ მედიის სრულ თავისუფლებას, მაგრამ ხომ შეიძლება, მსგავსი პუბლიკაციის მომზადებისას, ჩვენც დაგვირეკონ და გადაამოწმონ ინფორმაცია. რა მოხდება ეს რომ წესად ვაქციოთ... ბოლოს და ბოლოს, როგორც ლებოვსკი იტყოდა - ბოულინგშიც კი არსებობს გარკვეული წესები „This is not ‘Nam. This is bowling. There are rules". წარმოგიდგენთ ინტერვიუში მოყვანილ ტყუილების ჩამონათვალს: „სკანდალი - თამარ სანიკიძეს დიპლომი არ აქვს?" - ტყუილია, მინისტრს აქვს დიპლომი.მინისტრს თავისი დარგის წარმომადგენლებთან დიალოგი არ შეუძლია" - ტყუილია, მინისტრი თითქმის ყოველდღიურად ხვდება პედაგოგებს.

 

 

ნეპოტიზმი უმაღლეს რანგში აიყვანა" - ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა. „არსებობს ეჭვი, რომ დიპლომირებული სპეციალისტიც არაა და რაღაც მაქინაციებით შეუძენია ეს დიპლომი" - ტყუილია.

 

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა ის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულა, ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ კადრს, როცა სანიკიძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსულიყოს" - ტყუილია.

 

სამინისტროში შეიქმნა .. კონსულტანტთა ჯგუფი, რომლის კრიშებიც" არიან სამინისტროს მაღალჩინოსნები - ტყუილია.

 

ჩემზე შური იძია მინისტრმა" - მის გათავისუფლებაში მინისტრს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ის თავისი კოლეგების მიერ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა, რაც, ალბათ, მისი როგორც პედაგოგის რეპუტაციაზე მეტყველებს.

 

ბრალდება ოჯახურ ბიზნესზე, რომ მათმა ფირმამ შსს- მთელ რიგ ტენდერებში გაიმარჯვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი იყო. შემდეგ, როცა სანიკიძე მინისტრი გახდა, ტენდერებმაც მოიმატა და მათი შემოსავლებიც გაიზარდა - ტყუილია.

 

სანიკიძის შენახვა სახელმწიფოს დღეში 600-666 ლარი უჯდება" - ტყუილია.

 

ერთადერთი სრული სიმართლე წერია ამ ინტერვიუში: ჩვენი აუდიტის სამსახურის უფროსი, მართლა ძალიან სიმპატიურია", - წერს ასათიანი სოციალურ ქსელში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016