reportiori.ge - ''ბოლო პერიოდში, საღამოს საათებში, გოგონები ტაქსში მარტო ჩასხდომას ერიდებიან''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:13
საზოგადოება
''ბოლო პერიოდში, საღამოს საათებში, გოგონები ტაქსში მარტო ჩასხდომას ერიდებიან''
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 10:41



საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე ამბობს, რომ მოხშირდა ტაქსის მძღოლების მხრიდან უტაქტო და არაადეკვატური დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი. კომენტარს თათვიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

 

„ერთხელ და სამუდამოდ, ტაქსის პრობლემა უნდა გადაიჭრას თბილისში! არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქალაქში ძალიან ბევრი ტაქსია, არც იმას ვამბობ, რომ მგზავრობის შესაბამის ფასს არ ახდევინებს მოსახლეობას ტაქსის მძოლთა გარკვეული ნაწილი, არც იმაზე ვამბობ რამეს, რომ ზოგიერთი ტურისტი მგზავრობასთან შეუსაბამო თანხას იხდის მგზავრობისას... მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე - ძალიან ბევრი სტუდენტი გოგონა ვიცი, რომლებიც, მითუმეტეს საღამო ხანს, ტაქსში მარტო ჩასხდომას ერიდებიან რადგან ტაქსის მძღოლთა გარკვეული ნაწილი არ იქცევა ადეკვატურად... უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს ამ პრობლემას და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს არ ექნება საშუალება ტაქსის ტრაფარეტის მქონე მანქანით იმოძრაოს და დაურღვიოს სიმშვიდე ახალგაზრდებს!'', - წერს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016