reportiori.ge - თედო კობახიძემ და დავით ოქიტაშვილმა სოციალურად დაუცველ ყალიონაშვილების ოჯახს დახმარება გაუწიეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:11
საზოგადოება
თედო კობახიძემ და დავით ოქიტაშვილმა სოციალურად დაუცველ ყალიონაშვილების ოჯახს დახმარება გაუწიეს
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 11:30



თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურად დაუცველ ყალიონაშვილების ოჯახს ესტუმრნენ. მათ დეტალურად მოისმინეს და გაეცნენ ოჯახის პრობლემებს და ამავდროულად, ოჯახის წევრების სურვილის შესაბამისად გადასცეს შეშა.



კულტურის პალატამ ასევე, ყალიონაშვილების ოჯახს გადასცა ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით. საქველმოქმედო აქციაში აქტიურად იყო ჩართული ეროვნული სატყეო სამსახური.



ყალიონაშვილების ოჯახი 8 წევრისგან შედგება, რომელთა უმრავლესობაც არასრულწლოვანია. ოჯახი ცხოვრობს უმძიმეს პირობებში. თეა ყაველაშვილს ჰყავს ავადმყოფი დედა და 5 მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ყოველთვიურ შემოსავალს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარება წარმოადგენს. ბატონმა თედომ ოჯახს აღუთქვა, რომ მათ თითოეულ პრობლემას საფუძვლიანად შეისწავლის და მომავალშიც გაუწევს დახმარებას. ასევე, ამ ოჯახის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ორგანიზაცია მომავლის გზა", რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016