reportiori.ge - გიორგი ლილუაშვილი: შევეცდები წინ წავწიოთ ქალაქ თბილისის მართვის სისტემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:10
საზოგადოება
გიორგი ლილუაშვილი: შევეცდები წინ წავწიოთ ქალაქ თბილისის მართვის სისტემა
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 12:37



თბილისის მერის მოადგილის პოსტზე ახლად წარდგენილმა გიორგი ლილუაშვილმა დღეს თბილისის მერიაში მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ნდობის გამოცხადებისათვის და განაცხადა, რომ შეეცდება ყველანაირად გვერდში დაუდგეს არსებულ გუნდს ბატონ დავითის ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტების ბოლომდე მისაყვანად.


ლილუაშვილის თქმით, ეს მისთვის დიდი გამოწვევაა და ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.



ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა, დიდი პატივია, მაგრამ ვგრძნობ რა ამ გამოწვევის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, აბსოლუტურად გავიზიარე შემოთავაზება და ამის შემდეგ მივიღე დადებითი გადაწყვეტილება. შევეცდები ყველანაირად გვერდით დავუდგე არსებულ გუნდს ბატონ დავითის ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ასევე ახალი პროექტების შესამუშავებლად. ასე რომ, ჩემი ძალისსხმევითა და მუხლჩაუხრელი შრომით, შევეცდები წინ წავწიოთ ქალაქ თბილისის მართვის სისტემა", - განაცხადა ლილუაშვილმა.



დღეს გიორგი ლილუაშვილის წარდგენაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ მისი ახალი მოადგილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად და განსახილველად დღესვე გადაეგზავნება.



ლილუაშვილის განცხადებით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება. მისივე თქმით, იმდენი პრობლემა დაგროვდა ქალაქში წინა დროიდან, რომ მათი ერთბაშად მოგვარება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს.



იმდენი პრობლემა დაგროვდა ქალაქში წინა დროიდან, რომ მათი ერთბაშად მოვგვარება ალბათ გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის. შევეცდებით ინფრასტრუქტურული პროექტები უმოკლეს ვადლაში დავასრულოთ, რაც დაწყებულია და კიდევ უფრო საინტერესო პროექტები შემოგთავაზოთ", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.



ლილუაშვილის თქმით, ჯერჯერობით მის საკურატორო სფეროებში შევა გამგეობები, მერიის ადმინისტრაცია, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016