reportiori.ge - დავით ნარმანია: ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ცდილობს რაღაცეები მოიგონოს და მოიგოს საინფორმაციო სივრცე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:36
საზოგადოება
დავით ნარმანია: ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ცდილობს რაღაცეები მოიგონოს და მოიგოს საინფორმაციო სივრცე
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 12:52



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მისი მოადგილის გიორგი ლილუაშვილის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ისევ ცდილობს რაღაცები მოიფიქროს, მოიგონოს და ამით მოიგოს საინფორმაციო სივრცე.



კითხვაზე, გიორგი სოლომონიას თანამდებობიდან გადადგომა ხომ არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სურვილს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის განწყობა და პოზიციაა, რომ ერთობლივად გააგრძელონ დედაქალაქის განვითარება და ამაში მას აქვს სრული მხარდაჭერა.


 

პრემიერის განწყობა და პოზიცია დედაქალაქთან მიმართებაში არის ის, რომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელოთ დედაქალაქის განვითარება, რაშიც გვაქვს სრული მხარდაჭერა. მეორე მხრივ არის მზაობა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის. მესამე მხრივ, ჩვენ ასევე მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ზრუნვით გავხადოთ ჩვენი ქალაქი საცხოვრებლად ბევრად უფრო მიმზიდველი და კომფორტული", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



ნარმანიას თქმით, სოლომონიას მიერ თანამდებობის დატოვება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპს არ უკავშირდება.



გიორგი სოლომონიას მუშაობის პერიოდში ხელი არ დაუკლია არც ერთი პროექტისათვის. ის ძალიან აქტიურად მუშაობდა, როგორც გამგეობის საქმიანობის კოორდინაციის, ასევე ქალაქის კეთილმოწყობის თვალსაზრისით, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებში. რაიონულმა გამგეობებმა, რაზეც ის მთელ ძალისხმევას ხარჯავდა, მთლიანად აითვისეს ბიუჯეტი და გააკეთეს ყველა პროექტი და პროგრამა, რაც 2015 წელს ჰქონდათ დავალებული. ასე რომ გიორგი სოლომონიას მიერ თანამდებობის დატოვება მის საქმიანობასთან, კერძოდ კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპთან კავშირში არ არის. ოპოზიცია როგორც ყოველთვის ახლაც ცდილობს რაღაცეები მოიფიქროს, მოიგონოს და ამით მოიგოს საინფორმაციო სივრცე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016