reportiori.ge - დავით ნარმანია: გიორგი ლილუაშვილი ჩემი 15 წლის ნაცნობი და მეგობარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:36
საზოგადოება
დავით ნარმანია: გიორგი ლილუაშვილი ჩემი 15 წლის ნაცნობი და მეგობარია
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 13:11



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის დანიშვნა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.  ნარმანიას განცხადებით, გიორგი ლილუაშვილთან მას 15 წლის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებს და საჯარო სექტორში ერთად მუშაობდნენ.



ბატონი გიორგი ლილუაშვილი ჩემი 15 წლის ნაცნობი და მეგობარია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის წინ საჯარო სექტორში. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა პოლიტიკურ გუნდში. ბოლო პერიოდში ერთად ვიყავით და ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მე რამდენიმე კანდიდატს შორის ვიხილავდი გიორგის კანდიდატურასაც. საბოლოოდ, გუშინ გვიან გავაკეთეთ არჩევანი და დღეს წარვადგინე მისი კანდიდატურა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მერიაში სხვა საკადრო გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის. თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას მერია, თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად დღესვე გადაუგზავნის.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016