reportiori.ge - სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში AlphaMedic Consortium-ის წინადადებები განიხილება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:21
საზოგადოება
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში AlphaMedic Consortium-ის წინადადებები განიხილება
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 13:16



სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტთან დაკავშირებით  ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა" (AlphaMedic Consortium),  საპარტნიორო ფონდსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან  მოლაპარაკებები გამართა.



შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ვალერი კვარაცხელია ესწრებოდნენ. ავსტრიულ მხარეს AlphaMedic Consortium-ის აღმასრულებელი დირექტორი კატერინა გომენუკი, კონსორციუმის კონსულტანტი კომპანიის  KPMG-ის წარმომადგენელი  ერიხ ზევანგერი  და სხვა პირები წარმოადგენდნენ.



როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი „ალფამედიკ კონსორციუმის" და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან  ერთად   ავსტრიული მხარის წინადადებებზე იმუშავებს.



საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან" (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციული" გახდა.



სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და  განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.  სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს." (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).



სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიცავს შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს "უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს." (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).


AlphaMedic Consortium-ის შესახებ


„ალფამედიკის" გუნდს გააჩნია   გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ფარგლებში, საავადმყოფოების პროექტებში, ინვესტიციებში და ასევე ყოველდღიურ ჯანდაცვაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016