„ხმამაღლა ვაცხადებ: არცერთ უცხოელს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უფლება არა აქვს მასწავლოს ჩემს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრო!" - განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს:
„თუ რომელიმე უცხოელს უნდა, რომ მიმითითოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო როგორ გავხდე, მაშინ კეთილი ინებოს და ათეისტი ექსტრემისტები გააჩეროს.
ამ ცოდვის შვილებს, ამ კაენის ნაშიერებს ნუ ჰგონიათ, რომ თუ ვიღაც უცხოელი თანამდებობიდან ჩემს გადაყენებას მოითხოვს, ამის შიშით გავჩერდები და ჩემი რწმენისა და ეკლესიის შეურაცმყოფელის პასუხს არ გავცემ!
გავჩერდები კი არა, ამ ქვეყანაზე სულ მარტოც რომ დავრჩე, ამ მანქურთებს ჩვენი შვილების მომავლის მოსპობის საშუალებას მაინც არ მივცემ!", - განაცხადა ბრეგაძემ.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: ასავალ-დასავალი