reportiori.ge - ვეტერანებმა ყინულის ქანდაკებების ფესტივალი საზეიმოდ დახურეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:43
საზოგადოება
ვეტერანებმა ყინულის ქანდაკებების ფესტივალი საზეიმოდ დახურეს
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 14:27



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით წელს პირველად ბაკურიანში ვეტერანების მონაწილეობით ყინულის ქანდაკებების ფესტივალი ჩატარდა.


„მშვიდობის" თემაზე  15-მა ვეტერანმა მოქანდაკემ ყინულის ნამუშევრები შექმნა. ფესტივალის დახურვა 13 იანვარს კონცერტითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით გაიმართა.


კონცერტზე პატრიოტული თემატიკის სიმღერები შეასრულეს ანსამბლმა „ქართველები" და ჯგუფმა „ბანი". წლევანდელ ფესტივალზე გამარჯვებული არ გამოვლინდა, მონაწილეებს პრიზები და სიგელები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა გადასცა.


ფესტივალი მიზნად ისახავს საზოგადოებასა და მომავალ თაობაში ვეტერანების  შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სამსახური აქტიურად მუშაობს ვეტერანების ხელშეწყობაზე ამჟამინდელი საქმიანობის წარმართვაში და უზრუნველყოფს მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთის გაცნობას.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016