რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს? - გაზეთ „ალიას" მიერ დასმულ ამ შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე პასუხობს:
„მოგეხსენებათ, გრიპს ავრცელებენ მსუბუქი ავადმყოფები, მძიმე ავადმყოფი სახლში წევს, ვერ დადის. მახასიათებელი სიმპტომებია: 38-ის ზევით ტემპერატურა რამდენიმე დღე და სუნთქვის გაძნელება, რაც პნევმონიაში გადადის. რაიმე განსხვავებული სიმპტომი არ ახასიათებს ღორის გრიპს. ძირითადად ეს არის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. რაც შეეხება ვინ უნდა მიაკითხოს ექიმს-ბავშვებში, ერთი დღეც კი 38-ზე ზევით თუ აქვს სიცხე, აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს, მოზრდილებში კი-თუ სუნთქვის გაძნელება დაერთვის სიცხეს 3 დღეზე მეტი, და ასევე, სისხლიანი და ჩირქიანი ნახველია, ამ შემთხვევაში...", - აცხადებს პაატა იმნაძე.
წყარო: ალია