reportiori.ge - 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:44
საზოგადოება
13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცა
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 16:29



საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თბილისის მერიასა და ვაკის გამგეობასთან ერთად, 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადასცა.


საყოფაცხოვრებო ტექნიკა თბილისის მერიის განკარგულებით დამტკიცებულმა სტიქიით დაზარალებულმა 234 ოჯახმა მიიღო.


დაზარალებულებს ტექნიკა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ვაკის   რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ გადასცეს.


„წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებითა და კერძო დონორების მხარდაჭერით, დღეს სტიქიით დაზარალებულ ყველა ოჯახს გადაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. თბილისის მერიის მიერ პრაქტიკულად დასრულებულია საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილი. 50 ოჯახს მიღებული აქვს შესაბამისი კომპენსაცია და ეს შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მეორე კატეგორიის დაზარალებული ოჯახების სახლების რეაბილიტაციის პროცესი, ასევე ბოლო გადაწყვეტილებით, ყველა დაზარალებულ მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და დაუზიანდა ავტომობილი, ისინი მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


სტიქიით დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინეს შემდეგმა კომპანიებმა: ბანკი რესპუბლიკა, BP საქართველო, ვიმ-ბილ-დან საქართველო, Delloite, KPMG.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016