დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მძღოლების ორმაგად დასჯა არ უნდა მოხდეს. მისი თქმით, პრობლემა შსს-ს საკანონმდებლო პაკეტშია, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად, მართვის მოწმობისთვის 100-ქულიანი სისტემის მინიჭებასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, ქულების დაკლებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
„მძღოლი ერთი და იგივე დარღვევის გამო ორჯერ დაისჯება, თუ იგი ადმინისტრაციული წესითაც დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე ქულებიც დააკლდება.
დაჯარიმების გამოყენება და გამოცდის ჩაბარება, ორჯერ დასჯაა ან უნდა იყოს დაჯარიმების ნაწილი, ან ქულების ჩამოწერა", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას.