ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით წელს პირველად ბაკურიანში ვეტერანების მონაწილეობით ყინულის ქანდაკებების ფესტივალი ჩატარდა.
„მშვიდობის" თემაზე 15-მა ვეტერანმა მოქანდაკემ ყინულის ნამუშევრები შექმნა. ფესტივალის დახურვა 13 იანვარს კონცერტითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით გაიმართა.
კონცერტზე პატრიოტული თემატიკის სიმღერები შეასრულეს ანსამბლმა „ქართველები" და ჯგუფმა „ბანი".
წლევანდელ ფესტივალზე გამარჯვებული არ გამოვლინდა, მონაწილეებს პრიზები და სიგელები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა გადასცა.
ფესტივალი მიზნად ისახავს საზოგადოებასა და მომავალ თაობაში ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
სამსახური აქტიურად მუშაობს ვეტერანების ხელშეწყობაზე ამჟამინდელი საქმიანობის წარმართვაში და უზრუნველყოფს მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთის გაცნობას.