რუსული საინფორმაციო საშულებები ოდესის ოლის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მრჩეველის მარია გაიდარის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ.
როგორც სააგენტო „კვირა" უკრაინულ ტელეარხზე „112"-ზე დაყრდნობით იუწყება ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მოადგილე მარია გაიდარი ნაცემი მიიყვანეს. მას სახეზე და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. უცხოური მედიის ცნობით, გაიდარმა განაცხადა, რომ ფეხი დაუცდა და წაიქცა.
გამოცემა hollivizor.ru ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაიდარს ფიზიკურად მიხეილ სააკაშვილი გაუსწორდა. ეს ფაქტი ოდესის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, სადაც მთელი ადმინისტარცია ქეიფობდა. ერთ-ერთ მომენტში სააკაშვილმა გაიდარს ხელი სტაცა და ტუალეტში წაათრია. ის უძალიანდებოდა, სააკაშვილი კი მას უყვიროდა და „კახპას" და „ჩამშვებს" უწოდებდა. სწორედ ამ დროს მიიღო მარია გაიდარმა ფიზიკური დაზიანებები. შეხლა-შემოხლის შემდეგ სააკაშვილი ყველა დაემუქრა ამ შემტხვევაზე არსად ესაუბრათ, თორემ თანამდებობებს დაკარგავდნენ და იგივე „ბედი ეწეოდათ".
გამოცემა ასევე წერს, რომ მარია გაიდარმა რამდენიმე დღეში ოდესის პოლიციაში განცხადება დაწერა, თუმცა განიხილავენ თუ არა მას, რთული სათქმელია.
ცოტა ხნის ადრე მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ მარია გაიდარი მიხეილ სააკაშვილისგან ბავშვს ელოდება. რადიო „ვესტი" გაიდარის ორსულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, სადაც აღნიშნავდა, რომ გაიდარი უკვე 5 თვის ფეხმძიმეა.