სამართალი
შსს ტყიბულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
15 იანვარი, 2016. 15:15
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მერაბ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს - 1972 წელს დაბადებულ პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55