reportiori.ge - დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას განცხადებებს პასუხობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:21
სამართალი
დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას განცხადებებს პასუხობენ
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 18:29


თბილისის მერი  დავით ნარმანია და "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან:


"როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონი უზენაესია და კორუფცია ვერ იარსებებს, სწორედ ამის დასტურია ჯოკია ბოდოკიას მაგალითიც, რომელმაც ახლაც ვნახეთ, რომ გადაწყვიტა, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვერც ამ სახის აბსურდებით და ვერც რაიმე სახით ყურადღების გადატანით, კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარი გააკეთა "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმაც:

 

"მე კულტურის მინისტრის მოადგილედ ვიმუშავე 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აგვისტომდე. ამ პერიოდში კულტურის სამინისტროში არანაირი წერილი ან მომართვა პანორამა თბილისთან დაკავშირებით არ შემოსულა. ახლა, როგორც მოვიკითხე, პირველი წერილი შესული არის 2014 წლის ოქტომბერში და ისიც არა სამინისტროში, არამედ სამინისტროს დაქვემდებარებულ - ძეგლთა დაცვის სააგენტოში. შესაბამისად, არანაირი შეხება მე პანორამა თბილისთან კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს არ მქონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რიცხვებში ვერ ემთხვევიან მსჯავდებულის ჩვენების დამწერნი.

 

მას შემდეგ 2014 წლის აგვისტოდან მე გახლდით თბილისის ვიცე-მერი. ამ პერიოდში  მე არქიტექტურულ საკითხებს, ქალაქგეგმარებას არ ვკურირებდი, შესაბამისად არც მაშინ არანაირი შეხება ამ პროექტის განხილვასთან, ან რაიმე პოზიციის შემუშავებასთან, თუ გახმოვანებასთან არ მქონია. შესაბამისად, მსჯავრდებულის დამცველებმა ფაქტობრივად არასწორი და რეალობას აბსოლუტურად აცდენილი სტრატეგია აირჩიეს",- განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.


„დავით ნარმანიასა და ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები შეექმნა „- ეს განცხადება მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გააკეთა.


ბოდოკიას განცხადებით, ივანიშვილმა პირდაპირ მარგიშვილის დაკავება მოითხოვა, რადგან "პანორამა თბილისზე" უარყოფითი დასკვნის ერთ-ერთი ავტორი სწორედ მარგიშვილი იყო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016