„მეტი განახლება, მეტი ახალი იდეა და მეტი თანამედროვეობაა საჭირო ქართულ პოლიტიურ ისტაბლიშმენტში", - ამ კომენტარს აკეთებს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე:
„დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი, როდესაც გააზრებული მქონდა რა იყო ტელევიზორი. მახსოვს ჩემი შავ-თეთრი "რუბინი" და პირველად როდესაც დამოუკიდებლად ჩავრთე ტელევიზორი, არ დამავიწყდება, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე "გვმოძღვრავდნენ".
დღეს 20 წლის შემდეგ ჩავრთე ტელევიზორი და კვლავ მიხეილ მაჭავარიანი "იმოძღვრება".
ვერ გავიგე, ქართულ პოლიტიკას ვალი აქვს ამ ადამიანების? მართლა მაინტერესებს ამ 20 წლის განმავლობაში რომელიმე მათგანს რაიმე სახელმწიფო ღირებული შეუქმნია? 20 წელი ეს არის ის დრო, რომ როგორც მინიმუმ სიტყვა განახლების მნიშვნელობა ისწავლო.
ეს "კავკასიური ცარცის წრის ჯადო" ვერ მოვიშორეთ.
მეტი განახლება, მეტი ახალი იდეა და მეტი თანამედროვეობაა საჭირო ქართულ პოლიტიურ ისტაბლიშმენტში", - ამბობს აბესაძე.