ანალიტიკოსი ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე გაზეთ „ნეტგაზეთთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არ არსებობს „საფრთხე" საქართველო 100%-ით, სრულად „გაზპრომის" მიერ მოწოდებულ გაზზე გადავიდეს:
„გაზის 100%-ს "გაზპრომისგან" ვერ წამოვიღებთ იმიტომ, რომ სოციალური გაზის ძირითადი ნაწილი "სოკართან" დაკონტრაქტებული არის 28-30 წლამდე. ამას ვერაფერი შეცვლის. ეს არის მყარი, ხანგრძლივი კონტრაქტი. ჩემი ინფორმაციით, 2028 წლამდე (ახლა ამბობენ 2030 წლამდე). აქ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამატებით გაზზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციისთვის. დღეს თუ ჩვენ ამას ვყიდულობთ რუსეთისგან, როდესაც შაჰდენიზის მეორე ფაზა ამოქმედდება 2019 წელს, გაზის გენერაციის ობიექტი გვექნება და ჩვენ შეგვიძლია ის ვიყიდოთ უკვე დამატებით აზერბაიჯანის შაჰდანიზის მეორე ფაზისგან. ეს ობიექტი უკვე არის. დღეს თუ იძულებული ვართ, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთისგან ვიყიდოთ გაზი, შემდეგ აზერბაიჯანს უფრო მეტი გაზი ექნება და შეგვეძლება, რომ არჩევანი გავაკეთოთ და რომელიც უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს, იმის გაზი ვიყიდოთ. რა არის ამაში ცუდი?", - აცხადებს ჯერვალიძე.
წყარო: ნეტგაზეთი