reportiori.ge - უნდა დაასახელოს თუ არა ელისაშვილმა წყარო? - მერაბ კოკოჩაშვილი პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:28
სამართალი
უნდა დაასახელოს თუ არა ელისაშვილმა წყარო? - მერაბ კოკოჩაშვილი პასუხობს
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 23:33



მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით ე.წ. შეწყალების საქმის ფარლებში ჩატარდა უპრეცედენტო საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც იგულისხმება ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი გოგაძის დაკითხვა. შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმედია ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც, მისივე სიტყვებით, მას მიაწოდა კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია.


უნდა დაასახელოს თუ არა ელისაშვილმა წყარო? - ამ შეკითხვით „რეზონანსმა" რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს მიმართა.


„წყარო აუცილებლად უნდა დაასახელოს, რომ ამას ნათელი მოეფინოს და საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. სხვანაირად არ გამოვა და შემდეგ, რა თქმა უნდა, პროკურატურამაც უნდა გადაამოწმოს. საერთოდ ქვეყანაში რაც კეთდება, აუცილებლად შემოწმებული უნდა იყოს ორი მხრიდან. ერთი მხარის თქმა არაფერს არ ნიშნავს, მეცნიერებაში და ყველგან ასეა. მაგალითად, მე საინფორმაციო გამოშვებებს სხვადასხვა არხზე ვუყურებ და მერე მე თვითონ გამომაქვს ჩემი აზრი", - ამბობს კოკოჩაშვილი.



წყარო: რეზონანსი





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016