reportiori.ge - შს მინისტრის მოადგილეები დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს შეხვდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:21
სამართალი
შს მინისტრის მოადგილეები დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს შეხვდნენ
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 12:33



შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, შს მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და მერაბ მალანია ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში ჩავიდნენ. ისინი რამდენიმე კვირის წინ მთებში დაკარგული სამი მონადირის - ლევან ჯალალოვის, ავთანდილ და დავით სამხარაძეების მშობლებსა და ნათესავებს შეხვდნენ.



შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და მერაბ მალანიამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს. შს მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს სამძებრო სამუშაოების მიმართულებით ამ დროისთვის არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და დაკარგულების გადაადგილების მარშრუტსა და სავარაუდო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მოისმინეს.



მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული მონადირეების ოჯახების წევრებს ასევე განუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაკავებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია დაკარგული მონადირეების დაღეტანში ყოფნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.



შალვა ხუციშვილმა და მერაბ მალანიამ ახალგაზრდების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვეს და კიდევ ერთელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შს სამინისტრო მათი შვილების ძებნის ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016