მსოფლიო
ტერაქტი ბურკინა ფასოში - თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა
17 იანვარი, 2016. 14:11
ბურკინა ფასოში მასშტაბური ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან კანადის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, უკრაინის, შვეიცარიისა და ნიდერლანდების მოქალაქეებიც.
ალ ქაიდას მებრძოლების სამიზნე ბურკინა ფასოს დედაქალაქში ერთდროულად ორი სასტუმრო და კაფე გახდა. შტურმის დროს სპეცრაზმელებმა 176 მძევლის გათავისუფლება შეძლეს, ოთხი თავდამსმხელი კი მოკლეს.
პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, მალის საზღვრის მახლობლად უცნობმა პირებმა ავსტრალიელი ექიმი და მისი მეუღლე გაიტაცეს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40