reportiori.ge - პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:20
სამართალი
პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 17:45


 


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს. მისი კოლეგები და თანამშრომლები გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებიან. ისინი მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. ქირიას მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვისაც.



ოჯახი გავრცელებულ თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ კუჭავა ქირიას ნათესავი იყო, თუმცა მათ შორის რაიმე დაპირისპირებაზე ვერ საუბრობენ.



ვახტანგ ქირიას ძმის ელდარ ქირია განცხადებით, გამოძიების შედეგების მოლოდინშია.



ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც", - განაცხადა ელდარ ქირიამ.



გარდაცვლილის ძმამ საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისთვის და მისი ძმის ცხედრის პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.



ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქირიას მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, სამსახურებრივი არ ყოფილა.



სავარაუდოდ, მოტივი არ იყო სამსახურებრივი, როგორც ეს ახლობლებისგან გავიგე, თუმცა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა კობა ქანთარიამ.



შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016