reportiori.ge - რატომ არ შეიძლება წყლის მეორედ ადუღება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:00
სხვადასხვა
რატომ არ შეიძლება წყლის მეორედ ადუღება
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 18:41


 


ალბათ ხშირად გქონიათ სიტუაცია, როცა ქურაზე დადგით ჩაიდანი, მოამზადეთ ჭიქები, ჩაის ან ყავის დასალევად და რაღაც მიზეზის გამო მდუღარე წყალი ჭიქაში არ ჩაასხით: დაგიძახათ ბავშვმა, გაერთეთ საყვარელი სერიალით, დარეკა ტელეფონმა ან თუნდაც გადაიფიქრეთ დალევა. როდესაც სამზარეულოში დაბრუნდით, წყალი უკვე შეგრილებული დაგხვდათ და საჭირო გახდა მისი თავიდან გაცხელება. სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. რატომ? ადუღების შემდეგ წყალი იცვლის შემადგენლობას: როდესაც წყალი ერთხელ დუღდება, იქიდან მავნე ნივთიერებები ორთქლდება და მისი დალევა არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის. როდესაც ხდება წყლის განმეორებითი გაცხელება-ადუღება, კვლავ იცვლება მისი შემადგენლობა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.



1. დარიშხანი - მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ირწმუნება, რომ „დარიშხანის შემცველობა სასმელ წყალში დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას". ორგანიზმში მისი თანდათანობითი დაგროვებით, ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმლის ფუნქცია, შეიძლება განვითარდეს დიაბეტი და სიმსივნეც კი.



2. ნიტრატები - ნიტრატები გვხვდება არა მარტო ნიადაგში, არამედ წყალსა და ჰაერშიც კი. როდესაც წყალი აღწევს მაღალ ტემპერატურებს (ანუ რამდენჯერმე), ნიტრატები გარდაიქმნება კანცეროგენულ ნიტროზამინებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭის სიმსივნეები.



3. ფტორი - ერთ-ერთ სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული იყო კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ფტორიდის შემცველობა სასმელ წყალში იწვევს ბავშვებში IQ-ს დაქვეითებას.



მოუყევით მეგობრებს ამ საფრთხის შესახებ და თავადაც ამის მერე, სანამ ჩაიდანს დადგამთ და კომპიუტერს მიუჯდებით, ჯერ მაინც ჩამოასხით ფინჯანში და მხოლოდ მერე ჩაეფალით ვირტუალურ სამყაროში.




წყალი - mshoblebi.ge





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016