reportiori.ge - „მართეთ ტიტულის გარეშე“- რობინ შარმას 50 რჩევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:53
სხვადასხვა
„მართეთ ტიტულის გარეშე“- რობინ შარმას 50 რჩევა
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 03:15



1. თქვენ იმისთვის კი არ გიხდიან, რომ უბრალოდ იმუშაოთ. თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ გასცდეთ კომფორტის ზონას, შეეგებოთ ახალ გამოწვევებს და იმუშაოთ იმ პროექტებზე, რომელთა შიშიც გაქვთ.


2. იზრუნეთ ურთიერთობების გაფართოებაზე და ფული თვითონ მიხედავს საკუთარ თავს.


3. პირველ რიგში საკუთარ თავს წაუძეხით წინ. თქვენ ვერ დაეხმარებით სხვას, მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალს, ვიდრე საკუთარ თავს არ სრულყოფთ ამ პროცესში.


4. იმისათვის, რომ შემოსავალი გაიორმაგოთ, სწავლის დროის გასამმაგება მოგიწევთ.


5. მაშინ როცა „მსხვერპლი" ცვლილებას უფრთხის, ლიდერი იზრდება ცვლილებათა შთაგონების წყალობით.


6. ყოველდღიურ, მცირე და მუდმივ გაუმჯობესებას არაჩვეულებრივ შედეგებამდე მივყავართ.


7. გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომელთაც აქვთ საკმარისი გამბედაობა გულახდილად ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო თქვენი ორგანიზაციისა და მომხმარებლებისთვის.


8. ნუ შეგიყვარდებათ თქვენი პრეს-რელიზები.


9. მომხმარებელთან მიმართებაში ყოველი წამი სიმართლის წამია (რომელიც გაჩვენებთ იმ ღირებულებებს, რომელთაც თქვენ ფლობთ, ან არ ფლობთ).


10. კონკურენტის მიბაძვას, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მეორე ადგილამდე მივყავართ.


11. ორიენტირება მოახდინეთ მომხმარებელთა სურვილების დაკმაყოფილებაზე.


12. თუ ბიზნესში ხართ, ეს ნიშნავს, რომ შოუ-ბიზნესშიც ხართ. იმ წუთიდან, როცა სამუშაოდ გადიხართ, თქვენ სცენაზე დგახართ. გვაჩვენეთ როგორ შეგიძლიათ თამაში.


13. იყავით თქვენი საქმის ოსტატი. და პრაქტიკა+პრაქტიკა+პრაქტიკა.


14. იყავით ყოველთვის ფორმაში - როგორც მადონა.


15. იკითხეთ ჟურნალები, რომლებსაც ჩვეულებრივ არ კითხულობთ. ისაუბრებთ ადამიანებთან, რომელთანაც იშვიათად საუბრობთ. წადით იმ ადგილებში, სადაც არ დადიხართ. შეაჯანჯღარეთ თქვენი აზროვნება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ის მუდმივად მშიერი, სუფთა და გადახალისებული.


16. გაიხსენეთ რა ხდის ბიზნესს გამორჩეულს. ხშირად ეს უმნიშვნელო დეტალებია. ყურადღება გაამახვილეთ მათზე.


17. გახსოვდეთ „საკმარისად კარგი" საკმარისად კარგი არაა.


18. ყველაზე კარგი რამ მაშინ ხდება, როცა თქვენი თითოეული მომხმარებლის სურვილს წინასწარ ხვდებით.


19. საქმის გადატანის ჩვევა, კრეატიულობის უდიდესი მტერია.


20. თუ ხშირად არ მარცხდებით, ჩანს დიდ პროგრესს არ განიცდით.


21. ხშირად შეაქეთ თქვენი თანაგუნდელები. ყველას შეუძლია გააკრიტიკოს, ნამდვილად ღირსეული კი ისაა, რომელსაც შეუძლია საუკეთესო თვისებები დაინახოს მათში.


22. გახსოვდეთ, კრიტიკა მეოცნების დაშინებაა.


23. ლიდერობა აღარ ნიშნავს უბრალოდ პოზიციას. ეს სამუშაოს სიყვარულია და გავლენის მოხდენა იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებთ.


24. რაც უფრო დიდია ოცნება, მით უფრო მნიშვნელოვანია გუნდი.


25. თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ, ჩანს გმართავენ, ნაცვლად იმისა, რომ მართოთ.


26. იმუშავეთ მძიმედ, მაგრამ ეცადეთ აშენოთ ბედნიერი ოჯახური ურთიერთობები. აქვს კი ფასი მწვერვალზე ასვლას, თუ იქ მარტო აღმოჩნდებით?


27. ლიდერის საქმეა, აღმოაჩინოს ახალი ლიდერები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.


28. საფუძვლიანი ცვლილების ერთადერთი საშუალება, ყოველდღიური სწავლაა. ინვესტიცია, რომელსაც თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დებთ, ყველაზე ჭკვიანური დაბანდებაა, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში განახორციელოთ. წერტილი.


29. ხშირად გაიღიმეთ. ეს ნამდვილად ქმნის განსხვავებას.


30. ხშირად გამოიყენეთ სიტყვები „გთხოვთ" და „გმადლობთ".


31. შეწყვიტეთ უსარგებლო საქმეების კეთება და აკეთეთ რაიმე ღირებული.


32. გახსოვდეთ, სამუშაო უბრალოდ სამუშაოა, თუ თქვენ ასე თვლით.


33. ნუ იმუშავებთ აპლოდისმენტების გამო, იმუშავეთ საკუთარი ღირსებისთვის.


34. ერთადერთი სტანდარტი, რომლის მიღწევაც უნდა დაისახოთ, საუკეთესოდ ყოფნაა.


35. ბიზნესის ახალ სამყაროში ყველა ადამიანურ რესურსებში მუშაობს.


36. ბიზნესის ახალ სამყაროში, ყველა ლიდერული გუნდის ნაწილია.


37. სიტყვებს ისევე შეუძლიათ შთაგვაგონონ, როგორც გაგვანადგურონ. არჩევანი თქვენზეა.


38. თქვენ ხდებით ის მიზეზები, რომელთაც ნაბიჯის გადადგმის თავიდან აცილების მიზნით იყენებთ.


39. იდეები, რომელთაც თამაშის შეცვლა შეუძლიათ თქვენი კაბინეტის გარეთ უნდა ეძებოთ. გამონახეთ დრო მარტოობისთვის. შემოქმედებით უნარის გამოვლინებას სივრცე სჭირდება.


40. ადამიანები, რომლებიც თქვენთან სხვებზე ჭორაობენ, არიან ისინი, რომლებიც თქვენზე ავრცელებენ ჭორებს, როდესაც მათ გვერდით არ ხართ.


41. შეიძლება 30 წელი დასჭირდეს კარგი რეპუტაციის ჩამოყალიბებას და 30 წამიც საკმარისი იყოს, რომ ყველაფერი წყალში ჩაყაროთ.


42. მომხმარებელი ყოველთვის გაკვირდებათ.


43. როგორ აკეთებთ ერთ საქმეს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორ აკეთებთ ყველაფერს. თითოეულ მოქმედებას მნიშვნელობა ენიჭება.


44. იყო რადიკალურად ოპტიმისტი ადვილი არ არის. სკეპტიციზმი ნამდვილად ადვილია.


45. ადამიანებს სურთ შთააგონებდეთ თქვენი ხედვით. ეს არის სამუშაო, რომელიც შეიძლება მათ მისცეთ.


46. ყველა, ვისაც განსხვავებული ხედვა ჰქონდა, ერთ დროს გიჟს ეძახდნენ.


47. სამუშაოს მიზანი ადამიანების დახმარებაა.


48. გახსოვდეთ, სამუშაო რომელსაც გეგმავთ, არის სამუშაო, რომელსაც ასრულებთ.


49. შეასრულეთ დაპირებები და ნუ გადაუხვევთ თქვენს სიტყვებს. ადამიანები უბრალოდ თქვენს პროდუქტსა და მომსახურებას კი არ ყიდულობენ, არამედ ფულს აბანდებენ კომპანიაში, რომელსაც სურთ მომავალშიც ენდონ.


50. მართეთ ტიტულის გარეშე.


რობინ შარმა, ცნობილი მოტივაციური მრჩეველი და მწერალი.



წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016