ბიძინა კუჭავას მეუღლემ მარინა ნიკოლოზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოჯახს არ სჯერა როგორც ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობა, ასევე მათთვის ბევრ კითხვებს ბადებს ქირიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვერსიაც.
„რაც შეეხება თვითმკვლელობას და მის ქმედებებს ქირიასთან მიმართებაში, საერთოდ უარვყოფთ ამას. არ მჯერა, რა თქმა უნდა. ჩვენ ნათესავები ვიყავით, არაჩვეულებრივი, თბილი ურთიერთობა გვქონდა ქირიას ოჯახთან. ეს წლების მანძილზე ასე იყო. ვინც იცნობს ბიძინა კუჭავას, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის თავს მოიკლავდა. არის კითხვები, რომელსაც ექსპერტიზის შემდეგ გავარკვევთ.
არ მაქვს ინფორმაცია რამდენ ვერსიაზე მუშაობს პროკურატურა. ექსპერტიზის დასკვნა არ დადებულა, პროკურატურის დასკვნა ჯერ არ დადებულა, ამიტომ კორექტურობას იჩენს ჩემი ოჯახი. კითხვები რა თქმა უნდა, არის, ამიტომ ველოდებით დასკვნას. ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, კორექტულობისა და კოლეგიალობის გამოჩენისკენ. გამოვიჩინოთ კოლეგიალურობა და გავითვალისწინოთ ქართული ცნობიერება, თავი შევიკავოთ წინასწარი ინფორმაციისგან", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.