reportiori.ge - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გურამ მჭედლიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:30
სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გურამ მჭედლიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 13:54


თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გურამ მჭედლიძე დამნაშავედ სცნო გაგიკ აიდინიანის განზრახ მკვლელობიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მოსამართლემ გურამ მჭედლიძეს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 2 მაისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  გურამ მჭედლიძე ტელეფონით დაუკავშირდა  გაგიკ აიდიანს და ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებულ ორხევის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე მჭედლიძეს გ. აიდიანთან იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა საერთო მეგობრებთან იგი ცუდად მოიხსენია ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მჭედლიძემ  დანა ამოიღო, გაეკიდა გაგიკ აიდიანს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სამი ჭრილობა მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაგიკ აიდინიანი მიღებული ჭრილობების შედეგად სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 


გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გურამ მჭედლიძე  იმავე დღეს  ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. ჩატარებული  პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.


აღსანიშნავია, რომ გურამ მჭედლიძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცემისთვის. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს  გადაწყვეტილებას და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016