reportiori.ge - მამუკა კუჭავა: ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:27
სამართალი
მამუკა კუჭავა: ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 15:36


გარდაცვლილი პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრები კომენტარებს აკეთებენ. ვახტანგ ქირიას ძმის ცოლი რუსუდან პაჭკორია ამბობს, რომ საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენა მოულოდნელი იყო და ამ ფაქტმა ოჯახის წევრები სრულიად დააბნია.


"შესაძლებელია ეს იყოს მორიგი სკანდალური ამბავი, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს არის დიდი ტრაგედია. დანარჩენი ყველაფერი არის ჭორი და ჭორაობა, რაშიც მონაწილეობას ვერ მივიღებთ. კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და ვართ სრულ გაურკვევლობაში. ვერანაირ დასკვნას ვერ ვაკეთებთ. გამოძიებისგან ველოდებით ჭეშმარიტების დადგენას. ოჯახის ყველა წევრი გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენ შესაძლოა, ცხედარიც არ გვყოლოდა დასატირებლად, ისე განვითარდა მოვლენები, ამიტომ, ველოდებით, რომ გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას. შეუძლებელი იყო არ გაგვეგო კონფლიქტის ან დაპირისპირების შესახებ, თუმცა ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით, არ ვიცით", - ვახტანგ ქირიას ძმის ცოლმა.


პროკურორის ძმის ელდარ ქირია კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს.

 

"არ ვიცი. დღემდე ვერ გავიგე რა შეიძლება იყოს მიზეზი. მეტს ვერაფერს გეტყვით, თუ რამე სიახლე იქნება, გაგაგებინებთ", - აღნიშნა ქირიამ.


ამას გარდა, ბიძინა კუჭავას ნათესავის მამუკა კუჭავას ინფორმაციით, არც ის და არც ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვისთან ერთადაც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდა.


მამუკა კუჭავას ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თავში აქვს ერთი გასროლა და სხეულს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც. მისივე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი:


"ოჯახის წევრები არ ვიცნობდით თუ ვისთან ერთად იყო ის ავტომობილში მკვლელობის დროს. ავტომობილიც მათი იყო სავარაუდოდ და საჭესთანაც მეპატრონე იჯდა და არა ბიძინა. ისინი დაკითხვაზე ჰყავდათ და ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა მათთან.

 

ნატყვიარი რამდენი აქვს, არ ვიცი ზუსტად. თუმცა როგორც ვიცი, თავში ერთი გასროლა აქვს. რაც შეეხება დაზიანებებს, მას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას.

 

გარდაცვალების დღეს, როდესაც საღამოს 10 საათზე გავიდა, ბიძინა კუჭავამ თქვა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა. თქვა, რომ საქმიანი შეხვედრა უნდა ჰქონოდა.


ქირიასთან რაიმე სახის ბიზნესდავაზე საუბარი ზედმეტია. ტელეკომპანია ჩვენ 2006 წელს ჩამოგვართვეს და დავა სასამართლოშია. ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას", - განაცხადა მამუკა კუჭავამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016