reportiori.ge - თეა წულუკიანი: ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ ნათელ მომავალზე, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:27
სამართალი
თეა წულუკიანი: ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ ნათელ მომავალზე, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 15:41


სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე და 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკეთებს განმარტებას და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდა, ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით. წულუკიანის ინფორმაციით, პრობლემა ჯერ-ჯერობით მაინც არსებობს.

 

"როდესაც კანონი გამკაცრდა, მას მერე ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არსებობს. ეს ორი ადამიანი, როგორც ჩანს, მრავალი თვის წინ არის გასული საქართველოდან. მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, საკუთარი ქვეყნის მომავლის საქართველოში მშენებლობისკენ და არა ტერორიზმის მიზნით ბრძოლისკენ, რადგან ეს არის ის დიდი სენი და დანაშაული, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვებრძვით.

 

ახალგაზრდებმა ალბათ, საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონ, ჩაერთონ იმ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც მათ შორის პანკისის ხეობაში არსებობს. იფიქრონ ნათელ მომავალზე, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016