reportiori.ge - ეკა ბესელია: სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორისა და ფოთის პროკურორზე თავდასხმას შორის კავშირი არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:33
სამართალი
ეკა ბესელია: სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორისა და ფოთის პროკურორზე თავდასხმას შორის კავშირი არ არის
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 16:25


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობასა და ფოთის რაიონულ პროკურორზე თავდასხმას შორის კავშირი არ არის.



საკმაოდ მძიმე შემთხვევაა რაც მოხდა. ორივე საქმე ძალიან მძიმეა და ორივე შემთხვევაში ეს იყო სასიკვდილოდ გასროლილი ტყვიები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი არ არის. ეს არის ორი დამოუკიდებელი საქმე. ჩემი ინფომაციით, ორივე საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს. მე იმედი მაქვს, რომ მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება მალევე დადგინდება. რაც შეეხება ფოთის პროკურორს, მე მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ინტენსიურად ვკითხულობ რა ხდება ამ საქმის ირგვლივ. მაქვს ინფორმაცია და მოლოდინი იმისა, რომ ეს დანაშაული გაიხსნება და დადგინდება ვის მიერ და რატომ იქნა ჩადენილი ეს თავდასხმა. ამ ორ ქმედებას შორის ჩვენი უწყებები ბმას და კავშირს გამორიცხავენ.

რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, ოფიციალური სტატისტიკით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის ზრდა არ არის, დანაშაულის გახნის კოეფიციენტი უფრო მაღალია ვიდრე იყო წინა წელს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016