reportiori.ge - პროკურორი: შეთავაზება გაკეთებული აქვს არა კომპანია „დელტა კომს“ არამედ სხვა კომპანიას - „დელტა ნეტს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:36
სამართალი
პროკურორი: შეთავაზება გაკეთებული აქვს არა კომპანია „დელტა კომს“ არამედ სხვა კომპანიას - „დელტა ნეტს“
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 20:56



პროკურორი ნინო აღლემაშვილი განცხადებას ავრცელებს სადაც დაცვის მხარის მიერ შპს  „დელტაკომისთვის" შეთავაზების გაკეთებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საზოაგდოება შეცდომაშია შეყვანილი.

 

 

მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დაცვის მხარე დიდ გასაჭირში აღმოჩნდა და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად გაავრცელეს ადვოკატებმა, შეავაზება გაკეთებული აქვს არა კომპანია დელტა კომს არამედ სხვა კომპანიას - დელტა ნეტს.

 

მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ შპს დელტა ნეტი" არის დელტაკომისგან" დამოუკიდებლად დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფულადი ანაზღაურების პირობით სარგებლობს დელტაკომის" ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალით და ინტერნეტ ბაზარზე აქვს განსხვავებული ფუნქციები, ინტერესები და საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, დელტა ნეტი", რომელიც არ არის ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალის მესაკუთრე, სამინისტროს სხვის საკუთრებას უფასოდ ვერ შესთავაზებდა. ასეთი შეთავაზება - რაც მოიცავს მაგისტრალის მომსახურებაში გადაცემას, გაკეთებული აქვს თავად დელტაკომს მაგისტრალის მესაკუთრეს. გარდა ამისა, შეთავაზება შეეხება ინტერნეტმომსახურებას, რომელიც საერთოდ არ არის სილქნეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი.

 

ამდენად, დაცვის მხარის მიერ ბოლო დღეებში საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის აბსოლიტური სიცრუე, რადგან წერილი რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ასე აქტიურად ავრცელებს დაცვა, ეხება სრულიად სხვა კომპანიას, სრულიად სხვა პერიოდს და თვისობრივად სხვა მომსახურებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საქმეში არსებობა გავლენას ვერ მოახდენს საქმის საბოლოო შედეგზე."- აღნიშნავს პროკურორი. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016