reportiori.ge - კუჭავას ოჯახის ადვოკატი: გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას, ეს არის განზრახ მკვლელობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:26
სამართალი
კუჭავას ოჯახის ადვოკატი: გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას, ეს არის განზრახ მკვლელობა!
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 22:30



„გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას, ეს არის განზრახ მკვლელობა", - ამის შესახებ გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კირკიტაძემ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ცხედრის გარეგანი დათვალიერების დასრულების შემდეგ განუცხადა.


ნათია კირკიტაძის თქმით, ოჯახისთვის უცნობია იმ ორი პიროვნების ვინაობა, რომელიც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა, დაკითხვის დასრულების შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა სახეზე ქუდი ჩამოიფარა, რათა არავის ეცნო.


"ოჯახის ვერსია და ჩვენი ვერსია არის ის, რომ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ეს არის განზრახ მკვლელობა. ქალბატონმა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა ცხედრის დათვალიერება. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა, გაჩენილია ძალიან ბევრი კითხვა. არის რაღაც კვალიც. სამოქალაქო საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი, რადგან დაინტერესება არის ძალიან დიდი და არ შეიძლება ადამიანზე, რომელზეც ჯერ არ არის დადგენილი თვითმკვლელობა, იყო თუ არა განზრახ მკვლელობა, წინასწარ ასეთი რაღაცეების საუბარი. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ გაავრცელებენ ჭორებს, ნუ იქნება საქმე აგებული ბინძურ პიარზე. საეჭვო ზარები არ ყოფილა, საღამოს, 16-ში ბატონი ბიძინა მიდიოდა შეხვედრაზე, როგორც მისმა მეუღლემ გადმოგვცა და ორი საათის შემდეგ უკვე მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ის ორი პირი დაიკითხა. მადნილოსანი როდესაც გამოვიდა პროკურატურიდან მან "კაპიუშონი" ჩამოიხურა, რომ სახე არავის დაენახა. თვითონ ოჯახი ამბობს, რომ ამ ქალბატონს არავინ იცნობს და არც კონტაქტზე არ გამოსულა არავინ ოჯახთან", - განაცხადა ნათია კირკიტაძემ.


წყარო 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016