reportiori.ge - „კუჭავასთან ასოცირდება მისი გერის მკვლელობა, დაკარგულია კუჭავას დაც“- არჩილ თალაკვაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:30
სამართალი
„კუჭავასთან ასოცირდება მისი გერის მკვლელობა, დაკარგულია კუჭავას დაც“- არჩილ თალაკვაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა...
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 22:38



შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით გამოძიებული არ არის ოთხი სხვა საქმე, რომელიც 2005-2009 წლებში იყო ჩადენილი. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ გაუხსნელი და გამოუძიებელი ოთხი სამე, ბიძინა კუჭავასთან ასოცირდება.


ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა:



„მინდა გამოვეხმაურო ოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელთაც როგორც წესი, ამ საქმიდან სცადეს გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩაწერა. მგონი ეს დიდი უკულტურობა იყო ამ შემთხვევაში და მინდა მათ შევახსენო, რომ ოთხი სხვა საქმე, რომელიც კუჭავასთან ასოცირდება, იყო ჩადენილი სწორედ 2005-2009 წლებში და სავარაუდოდ, არანაკლები სისასტიკით. არცერთ საქმეში მკვლელი დადგენილი არ არის, არცერთი საქმე გახსნილი არ არის და ჩვენ ახლა მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ იმ საქმეებსაც მოეფინოს ნათელი და დადგინდეს მონაწილეობდა თუ არა კუჭავა იმ საქმეებში. ნინუების და გოჩა მაღალთაძის მკვლელობის გარდა საუბარია, კუჭავას გერის მკვლელობაზე და ასევე, დაკარგულია მისი და,  რომლის კვალი დღემდე არ იყო ნაპოვნი.

პოპოვები, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ქალაქის დატოვებაში ეხმარებოდნენ. ჩვენებებში თქვეს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ საქმე ჰქონდათ მკვლელთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებდნენ. თქვენ ნახეთ, რომ მათაც უდიდესი სტრტესი მიიღეს, როდესაც საკუთარ მანქანაში ადამიანმა მათ თვალწინ ჩაიდინა თვითმკვლელობა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით",- განაცხადა თალაკვაძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016