reportiori.ge - ბიძინა კუჭავას მეუღლე: იმის წარმოდგენაც, რომ ბიძინას შეეძლო მოეკლა, აბსურდულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:34
სამართალი
ბიძინა კუჭავას მეუღლე: იმის წარმოდგენაც, რომ ბიძინას შეეძლო მოეკლა, აბსურდულია!
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 00:03



ბიძინა კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზიშვილი პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და განცხადებებს არ ენდობა. როგორც ბრალდებულის მეუღლემ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, მას არც ნაქირავები ბინის შესახებ სმენია რამე და არც ის პირები იცის, ვინც თვითმკვლელობის დროს კუჭავასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.



„თვითონ იმის წარმოდგენა, რო ბიძინას შეეძლო მოეკლა, აბსურდულია! ვახტანგ ქირია იმდენად ახლობელი ადამიანი იყო, რომ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

 

ვახტანგ ქირიას ოჯახს და ჩვენს ოჯახს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ნათესავები იყვნენ. ჩემი მეუღლე ის დღეები სახლში იმყოფებოდა, ამის შესახებ გამოძიებასაც მოვახსენე. ისე არ ყოფილა, რომ ბიძინა კუჭავა სახლში მთელი დღის განმავლობაშ არ ყოფილიყო. ნაქირავები ბინის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამას ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. ისიც არ ვიცი, გამოძიება როგორ მიმდინარეობს."- განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.


ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობს თუ არა  იმ ადამიანებს, რომლებიც კუჭავას თვითმკვლელობის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, ნიკოლოზიშვილმა განაცხადა, რომ არც კი იცის ბიძინა ვისთან ერთად იმყოფებოდა.


„ისიც არ ვიცი, ვის მანქანაში იჯდა კუჭავა, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ვისთან ერთად იჯდა არ ვიცი."- განაცხადა მარინა ნიკოლოზიშვილმა.  



როგორც ცნობილია, მანქანაში, სადაც ბიძინა კუჭავა იმყოფებოდა აყვანის დროს, ორი ადამიანიც იმყოფებოდა. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016