reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: გამოძიებით დადგენილია, რომ ამ ბინას ბიძინა კუჭავა ქირაობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:42
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: გამოძიებით დადგენილია, რომ ამ ბინას ბიძინა კუჭავა ქირაობდა
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 12:12


შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2"-თან საუბრისას დეტალურად საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობაში გამოძიება ბრალს ბიძინა კუჭავას სდებს. თალაკვაძის განცხადებით „საქართველოს ხმის" დამფუძნებლის მიერ დანაშაულის ჩადენა ფაქტიურად, უკვე დადასტურებულია:


„13 იანვარს, საღამოს უჩინარდება პროკურორი ვახტანგ ქირია, ხოლო 14-ში, ძველით ახალი წლის ხმაურს დაემთხვა მისი მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით. ამის შემდეგ, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის ტერიტორიაზე არსებულ ბინაში აღმოჩენილი იქნა ვახტანგ ქირიას გვამი. მას აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ცხადყოფბს, რომ მკვლელმა სცადა მისი დანაწევრება. ასევე, აღმოჩენილი იქნა ელექტროსაჭრელი. არსებობენ მოწმეები, მათ შორის ერთი მოწმე ადასტურებს, რომ ეს ტალი ბიძინა კუჭავამ შეიძინა. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ამ ბინას ბიძინა კუჭავა ქირაობდა. ასევე, კუჭავას აქვს ფეხზე მიყენებული დაზიანება, რაც სავარაუდოდ, სწორედ, ელექტროსაჭრელით არის მიყენებული. ექსპერტიზა შეისწავლის და უახლოეს მომავალში პასუხები გვექნება", - ამბობს თალაკვაძე.


პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ მინისტრის მოადგილე მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016