სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო.
პატრიარქმა ქადაგების დაწყებამდე ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალი აკურთა.
უწმინდესმა მიმართა მრევლს ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ, თავადაც მიიღონ და ასხურონ შვილებს, სახლს, ეზოს, რათა მადლი ყოვლად წმინდისა სამებისა გადავიდეს მათზე.
"დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უხვად ასხუროს ეს ნაკურთხი წყალი და განგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ყოვლისაგან ბოროტისა, ანგელოზი მფარველი სუფევდეს საქართველოში, მფარველი ჩვენი ხალხისა და ერისა. დალოცვილი და გახარებული იყავით. დღევანდელ დღეს ასევე ეწოდება განცხადება უფლისა. წმინდა სამება შეგეწიოთ, დღეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული. წმინდა სამება გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა.