reportiori.ge - დავით ნარმანია: დღევანდელი დღე გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინათლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:20
საზოგადოება
დავით ნარმანია: დღევანდელი დღე გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინათლება
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 15:24


თბილისის მერი დავით ნარმანია სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღებასთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.


„ნათლისღების დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, თითოეულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი და ფასეულია დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინათლება, ხდებიან უწმინდესის ნათლულები. მინდა ყველა ოჯახს მივულოცო, ვისი შვილიც დღეს გახდება მართლმადიდებელი, ღვთის წყალობა ვუსურვო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში  იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016