reportiori.ge - განათლების სამინისტრო სასკოლო ტრანსპორტით 1500-ზე მეტ სკოლას ემსახურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:04
საზოგადოება
განათლების სამინისტრო სასკოლო ტრანსპორტით 1500-ზე მეტ სკოლას ემსახურება
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 13:46


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს სკოლაში მისასვლელად ბავშვები ტრანსპორტით მაღალმთიანი და ყველა მიუვალი სოფლებიდან არიან უზრუნველყოფილნი. ტრანსპორტი ემსახურება იმ სოფლებსაც კი, სადაც თუნდაც ერთი მოსწავლე ცხოვრობს. პროექტი უწყვეტად გრძელდება და შედეგად, სკოლებში მოსწავლეთა დასწრება თითქმის 100%-ია.

 

 

საცხოვრებლიდან შორ მანძილზე მდებარე სკოლებში მოსწავლეთა  ტრანპორტით მიყვანა სამინისტრომ საკუთარ თავზე 2013 წლიდან აიღო,  რითაც   მნიშვნელოვნად გაზარდა სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობაც და სასწავლო პროცესში ჩართულობაც.  ამით გზის პრობლემა არა მხოლოდ მოსწავლეებს, მათ მშობლებსაც მოეხსნათ, რადგან აღარ აქვთ შიში თუ როგორ წავა და როგორ მოვა მისი შვილი სახლიდან სკოლაში და პირიქით.



შედეგი სახეზეა - სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა. 2015 წლისათვის, პროგრამაში უკვე 1150 საჯარო სკოლაა ჩართული  და ავტობუსებით მომსახურების სერვისით 60 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს. აღნიშნულ პროგრამაზე სამი წლის განმავლობაში 37,5 მლნ ლარი დაიხარჯა.   



ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი - სამინისტროს ხელშეწყობით სკოლაში ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი არიან ის სოფლებიც, სადაც ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი მოსწავლე ცხოვრობს. მაგალითად, ხანდოს ხეობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში ერთადერთი, 8 წლის მოსწავლე ცხოვრობს, რომელიც ტრანსპორტს ყოველდღე 18 კილომეტრზე ფასანაურის საჯარო სკოლაში დაჰყავს. სოფელ წინამხრიდანაც, ასევე ფასანაურის სკოლაში, ტრანსპორტს 9 მოსწავლე დაჰყავს. საჭიროების შემთხვევაში, ანალოგიური მომსახურებით საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე სარგებლობს.



თამამად შეიძლება ითქვას, რომ განათლების სამინისტრომ  ტრანსპორტი სპეციალურად ნაფეტვრებელი მოსწავლეებისთვისაც გამოყო. ცოტა ხნის წინ, სკოლაში სიარული ნაფეტვრებელებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. თბილისის სკოლებში ისინი საკუთარი ხარჯებით დადიოდნენ. რამდენიმეკილომეტრიანი გზა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის უზარმაზარი სირთულე იყო როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად და მორალურად. დღეის მდგომარეობით, პრობლემა აღარ არსებობს. განათლების სამინისტროს მიერ მიღებული ახალი რეგულაციით, სპეციალურად მათთვის ტრანსპორტი გამოიყო.   



სწორედ იმისათვის რომ განათლება თითეული მოსწვალისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სამინისტრომ „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში" ცვლილებები შეიტანა. კერძოდ: ცვლილება შევიდა მუდმივმოქმედი სპეციალური კომისიის უფლება-მოვალეობებში, რომლითაც კომისია უფლებამოსილია ობიექტური და დასაბუთებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვისათვის   სავალდებულო  და  დამატებით  კრიტერიუმებში  შეიტანოს ცვლილება.  ახალი რეგულაციით, სასკოლო ტრასპორტი მოემსახურებათ თბილისის შემოგარენში მცხოვრებ იმ მოსწავლეებსაც, რომლებისთვისაც ზოგადი განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა  თბილისია.



სოფელი ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ექვემდებარება თუმცა, მას შემდეგ რაც  „ნაფეტვრები-თბილისი" მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ვერ მოხერხდა, მოსწავლეთა უფლებები და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა რომ არ შეზღუდულიყო, „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში" კორექტირება მოახდინა. შედეგად, ნაფეტვრებსა და ზოგადად, თბილისის შემოგარენში მცხოვრები მოსწავლეებისათვის, რომლებისთვისაც ზოგადი განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა თბილისია, გადაწყდა, რომ მოხდება მათი ტრანსპორტირება ახლომდებარე საჯარო სკოლასთან ერთი კილომეტრის რადიუსში მდებარე ნებისმიერ საჯარო სკოლაში.



ნაფეტვრებში მცხოვრებ მოსწავლეებს გზის პრობლემა მთლიანად მოეხსნათ. მათთვის გამოყოფილ ტრანპორტს მოსწავლეები დილა-საღამოს დაჰყავს. ამიტომ,  მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის დირექტორი სამინისიტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე  აღფრთოვანებას ვერ მალავენ.  



სამი შვილი გვყვავს, რომლებიც თბილისის 122- საჯარო სკოლის I, V, VI კლასებში  სწავლობენყოველდღიურად მათი დროულად  სკოლაში მიყვანა ძალიან გვიჭირდა. ამიტომ თხოვნით მივმართეთ სკოლის დირექციას ეშუამდგომლა განათლების სამინისტროსთან და შეძლებისდაგვარად გამოეყოთ სატრანსპორტო საშუალება სასიხარულოა, რომ პრობლემა მცირე დროში მოგვარდა. უღრმესი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ განათლების სამინისტროს მიმართ, რადგან არ დაგვტოვეს უყურადღებოდ, განაცხადის შეტანისთანავე  გამოყვეს ტრანსპორტიშედეგად ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში", - აცხადებენ ნაფეტვრებში მცხოვრები ბავშვების მშობლები ლევან სიხარულიძე და                                                ვიქტორია დოროშენკო.



ტრანსპორტის დანიშვნას დადებით მოვლენად აფასებს სკოლის დირექტორიც.



ტრანსპორტის თაობაზე მოსწავლეთა მშობლებმა  თხოვნით მომმართეს, რომ მოხდებოდა მოსწავლეების ტრანსპორტირება ნაფეტვრებიდან 122- საჯარო სკოლამდე და უკანჩვენი მხრივ, ოფიციალურად მივმართეთ ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო  რესურსცენტრს შესაბამისი თხოვნით. რესურსცენტრმა  ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს მიაწოდა, რომელიც  ჩვენი მოსწავლეების მდგომარეობაში შევიდაპირადად ჩემი სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, რადგან გულისხმიერებით მოეკიდა აღნიშნულ პრობლემას, გამოყო სატრანსპორტო საშუალება, რითაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა დროულ და უსაფრთხო გადაადგილებას", - აცხადებს 122 საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ქოქრაშვილი.



ნინო ჩხენკელი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016