შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის დეკემბრის და იანვარ-დეკემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების (საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ რეგისტრირებულ იქნა 3 612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის სტატისტიკა შემცირებულია 37.57%-ს წარმოადგენს, მაშინ როცა 2014 წელს 44.36% იყო. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.
2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1185 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 48.45%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +8.71%.
რაც შეეხება მთელი წლის მონაცემებს, 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%.
2015 წლის იანვარ-დეკემბერში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%.