reportiori.ge - „ახალგაზრდა ადვოკატები“ „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლებაზე სასამართლო აუდიოჩანაწერს ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:13
სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლებაზე სასამართლო აუდიოჩანაწერს ავრცელებს
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 14:00


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები"  „პროკრედიტ ბანკიდან" რელიგიური მოტივებით გათავისუფლების შესახებ დამადასტურებელ აუდიომტკიცებულებას ავრცელებს.


„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი მოპოვებული არ არის ფარულად. წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი არის საჯარო დოკუმენტი, რომელიც გამოთხოვნილ იქნა გათავისუფლებულის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან.

 

საზოგადოება აუდიოჩანაწერში ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომას. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა.

 

ჩვენ კოლეგიალობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებთ ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის ვინაობას, რომელიც აღნიშნულ აუდიოოქმშიც ჩანს, რომ მუდმივად ამტკიცებდა გათავისუფლებული ანა მ-ს შეუსაბამო კვალიფიკაციას დაკავებულ პოზიციასთან.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ცალსახად არ დადასტურდა ანა მ-ს არაკვალიფიციურობა, ხოლო სასამართლომ იმსჯელა და ცალსახად მიუთითა, რომ ამ გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი, რელიგიური შინაარსის ფრაზა: „ღმერთმა დაგლოცოთ", არ წარმოადგენდა გათავისუფლებულის ფამილარულ ქცევას, კლიენტების მიმართ ფამილარულ დამოკიდებულებას. აუდიოჩანაწერში ჩანს მოსამართლის მსჯელობები და ბანკის მიმართ გამოხატული მსჯელობები. „ღმერთმა დაგლოცოს" გამო, ადამიანებს სამსახურიდან არ უშვებენ", - ამბობს მოსამართლე, რომელიც ამ სიტყვის ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ გრძნობებზე და გამოხატულებაზე საუბრობს.

 

ჩვენ ვფიქრობთ, ბანკმა ქართველ საზოგადოებას უნდა მოუხადოს ბოდიში. დაუშვებელია, თანამედროვე საქართველოში, რელიგიური ნიშნით ადამიანებს სამსახურებიდან ერეკებოდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ დავის სხვა დეტალების გამომზეურებით, ვიდრე არ იქნება აღიარება იმ ფაქტებისა, რომელსაც „პროკრედიტ ბანკი" საქმის ირგვლივ, ცარიელი ფრაზებით ამართლებს. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ბანკს, პატივი სცეს „ახალგაზრდა ადვოკატებს", ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ აღნიშნული ბანკის მომხმარებელს/კლიენტს და დაუშვებელია კლიენტების მიმართ ნეგატიურ ტონში საუბარი. ჩანს, ამ მიმართულებითაც, კორპორატიული პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები" მივმართავთ საქართველოში ყველა ტელე/რადიო მაუწყებელს, ახალი ამბები სააგენტოებს, ჟურნალისტურ კორპუსს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები", ფინანსურად ძლიერი სს „პროკრედიტ ბანკისგან" განსხვავებით, მოცმეულ ეტაპზე არ სარგებლობს განსაკუთრებით ახალი ამბების სააგენტოების საინფორმაციო მომსახურებით. შესაბამისად, ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს ჟურნალისტურ კორპუსს, რათა თემის გაშუქების დროს, დაიცვან საზოგადოების ინფორმირების მაღალი სტანდარტი, ინფორმაციის დაბალანსებულობა და არ მოხდეს დაშვება, საზოგადოებას მხოლოდ ერთი მხარის კომერციული ხაზით მიღებული პოზიცია მიეწოდოს.

 

ჩვენ მივმართავთ მედიას, რათა აჩვენონ პრინციპულობა და პროფესიული ინტერესი, გაავრცელეთ სასამართლო აუდიოოქმის ამონარდი, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემს, რომელიც რეზონანსულია და სკანდალური, თანამედროვე საქართველოს ცხოვრებიდან", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.



https://soundcloud.com/young-barristers/2015a


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016