სამართალი
მოკლული პროკურორის ძმა ვარაუდობს, რომ დანაშაულში სხვა პირიც ფიგურირებს
20 იანვარი, 2016. 21:34
მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ძმა ვარაუდობს, რომ მისი ძმის მკვლელობაში სხვა პირიც ფიგურირებს. ელდარ ქირიას ეჭვი რუსთავში ნაპოვნი მობილური ტელეფონის შემდეგ გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ტელეფონი იქ კვალის არევის მიზნით დატოვეს, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ მობილური გამოძიებას უცნობმა პირმა მიუტანა.
ვახტანგ ქირიას შვილმა „კურიერთან" საუბარში განაცხადა რომ, მამის ტელეფონზე მთელი დღის განმავლობაში რეკავდა და გამორთული იყო, დღის ბოლოს კი მას უცნობმა პირმა უპასუხა.
არჩილ თალაკვაძე ოჯახისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტელეფონი რუსთავში ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, ვახტანგ ქირია, 16 იანვარს მოკლული იპოვეს. გაუჩინარებულ პროკურორს 5 დღის მანძილზე ეძებდნენ.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55