საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ აღნიშნა, ქართული ფეხბურთი სპორტის მინისტრის პირად ინტერესებს ეწირება. მისი განმარტებით, სწორედ სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ინიციატივა იყო მისთვის ხელფასის შემცირება და ბონუს სისტემაზე გადასვლა.
„მე ლევან კობიაშვილთან არ მაქვს პრობლემა, აქ უფრო სპორტის მინისტრის, ხეჩიკაშვილის პირადი ინტერესებია. მე მზად ვარ და სულ მზად ვიქნები, ვიყო ქართულ ფეხბურთში, შეიძლება, ვიღაც თანამდებობის პირს სურდეს ფეხბურთის ოჯახის გახლეჩა; მე იმიტომ ვარ ნაკრებში, რომ ვარ ქვეყნის პატრიოტი. იმედი მაქვს, ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მზად ვარ თანამაშრომლობისთვის, მე პირადად ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს", - განაცხადა ცხადაძემ.